„ბეთლემის უბნის ფესტივალი“ თბილისში

© Sputnik, Alexander Imedashviliნარიყალა
ნარიყალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბეთლემის უბანი - ადგილი, საიდანაც ძველი თბილისის ლამაზი ხედები იშლება.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ღვინო, ფერწერა, პარკური და მუსიკა — ეს ისაა, რაც სტუმრებს ბეთლემის უბანში გამართულ ფესტივალზე ელის 21 მაისს.

„ამ დღეს ბეთლემის კლდისუბანი და მეგობრები გიწვევთ დატკბეთ ძველი თბილისის ერთ–ერთი გამორჩეული უბნის ხიბლით, ზემო ბეთლემის ტაძრის ბაქნიდან გადაშლილი ქალაქის ულამაზესი ხედით და ძველი თბილისური გარემოთი“, — ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალის პროგრამაშია ფერწერული ტილოებისა და ხელნაკეთი ნივტების ბაზრობა, პარკურ–წარმოდგენები და ჯამბაზების პერფორმანსები, ასევე ქართული ოჯახური ღვინისა და ბადაგის დეგუსტაცია.

წელს „ბეთლემის უბნის ფესტივალს“ პროექტ „Urban Sketchers–ის“ მონაწილეებიც შეუერთდებიან, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქების ჩანახატებს აკეთებენ.

ლათინოამერიკული ცეკვების ფესტივალი - Sputnik საქართველო
ბათუმი ცეკვის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალი კონცერტით დაიხურება.

აღნიშნული ღონისძიება თბილისში 2010 წლიდან იმართება ICOMOS-საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის, „თემზე დაფუძნებული ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის“ ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

ფესტივალს პარტნიორობას უწევენ: თბილისის მერია, საქართველოს „ლურჯი ფარის“ ეროვნული კომიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

ყველა ახალი ამბავი
0