თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი (International Dance Festival 4 You) ბათუმში პირველად ჩატარდება. ის 31 ივლისს დაიწყება და 2 აგვისტოს დასრულდება, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალის პროგრამაშია სალსა, ბაჩატა და კიზომბა.
ასევე გაიმართება მასტერ–კლასები და საცეკვაო საღამოები. ფესტივალზე ქორეოგრაფები და ცეკვის ინსტრუქტორები ხუთი ქვეყნიდან არიან მოწვეულნი: უკრაინიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდაბ, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.
საქართველოს ქორეოგრაფის რანგში სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექს კარო წარმოადგენს.
სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ოტელ Hilton Batumi–ში ჩატარდება, ნათქვამია "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.