თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა სპეცსამსახურებს მოუწოდა, გაერთიანდნენ EgyptAir–ის კუთვნილი თვითმფრინავის მოსაძებნად, იუწყება "Sputnik-ბელარუსი".
შეგახსენებთ: ავიაკომპანია EgyptAir–ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან კაიროს მიმართულებით მიფრინავდა, რადარებიდან ხუთშაბათ ღამით გაქრა. ბორტზე ეკიპაჟის წევრებიანად 66 ადამიანი იმყოფებოდა.
„როგორც ყველაფრიდან ჩანს, ეს ტერორისტული აქტია და ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები, რომ ეს საშინელი დანაშაული გამოვიძიოთ“, — განაცხადა ბორტნიკოვმა დსთ–ის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების საბჭოს სხდომაზე.
სხდომას დსთ–ის სპეცსამსახურების გარდა, ასევე ესწრებოდნენ გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები.