Egyptair-ის თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა

© Flickr / dannynorodoსაავდრო ღრუბლები
საავდრო ღრუბლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავი რომელიც პარიზიდან ქაიროში მიფრინავდა, რადარებიდან საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შესვლიდან 20 წუთში გაქრა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. კომპანია  Egyptair-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა და რადარებიდან გაქრა, ზღვაში ჩავარდა. იტყობინება ტელეარხი „მაიადინი“ თავის Twitter-ში  Egyptair-ის წყაროზე დაყრდნობით. 

„Egyptair“-ის წყარო ადასტურებს, რომ თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
უცხო პირების მიერ გატაცებული თვითმფრინავი კვიპროსზე დაფრინდა

თვითმფრინავის ბორტზე, სხვადასხვა მონაცემებით 58-59 მგზავრი იმყოფებოდა და ხუთიდან ათამდე ეკიპაჟის წევრი. თვითმფრინავი შარლ დე გოლის აეროპორტიდან გამოფრინდა სხვადასხვა მონაცემებით 23:09 საატზე ან 3:00 საათზე პარიზის დროით (თბილისის დროით 01:09 ან 05:00). 

საბერძნეთის ავია ხელმძღვანელობამ ინფორმაცია მიაწოდა ეგვიპტის ხელისუფლებას იმაზე, რომ სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შესვლიდან  20 წუთში გაქრა. 


ყველა ახალი ამბავი
0