თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც უცნობმა პირებმა გაიტაცეს, კვიპროსზე ლარნაკის აეროპორტში დაეშვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
თვითმფრინავი ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, იუწყება სააგენტო ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
უცნობი მამაკაცი, რომელმაც თვითმფრინავი გაიტაცა, მეთაურსა და მგზავრებს ემუქრებოდა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, ჯიჰადის ქამარს ააფეთქებდა, იუწყება ახალი ამბების პორტალი „ელ-ბალიადი“. ლაინერის კაპიტანმა კაიროში დისპეტჩერებისთვის თვითმფრინავის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოასწრო.
როგორც მედია იუწყება, გამტაცებლები, სავარაუდოდ, ეგვიპტური წარმოშობის ქალებსა და ბავშვებს თვითმფრინავის დატოვების საშუალებას მისცემენ.