უკრაინა „ევროვიზიის“ ჩატარების უფლებას არცერთ ქვეყანას არ გადასცემს

© photo : Anna Velikova (EBU) ევროვიზია 2016
ევროვიზია 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის მთავრობა კონკურსის დასაფინანსებლად წყაროს მოძიების საკითხებს განიხილავს, ხელისუფლება შეარჩევს ქალაქს, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებს „ევროვიზიის“ გამასპინძლებას.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. უკრაინა არ აპირებს სხვა ქვეყანას გადასცეს თავისი უფლება, ჩაატაროს საერთაშორისო სასიმღერო კონკურსი „ევროვიზია 2017“, განაცხადა ვიცე-პრემიერმა სოციალური პოლიტიკის საკითხებში პაველ როზენკომ.

მანამდე უკრაინის ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ დანილიუკი წინადადებით გამოვიდა  შეაფასონ, რამდენად მიზანშეწონილი იქნება „ევროვიზია 2017“-ის ჩატარება უკრაინაში. მან აღნიშნა, რომ „ევროვიზიის“ ისტორიის განმავლობაში კონკურსის ორგანიზების უფლება სხვა ქვეყანას ხუთჯერ გადასცეს.

Young Georgian Lolitaz - Sputnik საქართველო
ტროიცკიმ ევროვიზიაზე „მომხიბლავი ქართველების“ გამოსვლა შეაფასა

თუმცა, როზენკოს განცხადებით, „არანაირი კითხვა კონკურსის ჩატარების სხვა ქვეყნისთვის გადაცემაზე არ შეიძლება დაისვას“, აღნიშნავს ვიცე-პრემიერის პრეს-სამსახური.

მან განმარტა, რომ უკრაინის მთავრობაში განიხილავენ კონკურსის დაფინანსების წყაროების საკითხებს, ხელისუფლება შეარჩევს ქალაქს, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებს „ევროვიზიის“ გამასპინძლებას, მაგრამ „ევროვიზია 2017“ უკრაინაში გაიმართება.

საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2016“ 14 მაისს ღამით დასრულდა. პირველი ადგილი უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამნ დაიკავა, მეორე — ავსტრალიელმა დემი იმმა, ხოლო მესამე — რუსმა სერგეი ლაზარევმა.

ყველა ახალი ამბავი
0