თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მედიაფორუმი „ჟურნალისტიკის ახალი ეპოქა: დამშვიდობება მეინსტრიმთან“, რომლის ორგანიზატორია მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“, მოსკოვში 2016 წლის 6-7 ივნისს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მედიაექსპერტები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სომხეთის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩათვლით.
დისკუსიის ცენტრში ორგანიზატორები ჟურნალისტიკას აყენებენ: პროფესიისა და დარგის მდგომარეობა, ჟურნალისტიკის როლი თანამედროვე სამყაროში. ფორუმის სამუშაო ენებია რუსული, ინგლისური და ჩინური.
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში რიგი თემატური სესიები გაიმართება. პირველ დღეს ექსპერტები მედიაბაზრის ტრენდების ანალიზს ჩაატარებენ, იმსჯელებენ ე. წ. „პოსტმეინსტრიმის“ ეპოქის მოვლენაზე, შეეცდებიან მისი განვითარების კანონზომიერების გამოვლენას. მეორე დღე გაიხსნება სესიით „ახალი მედია: ინფორმაციის თავისუფლების გარანტები“, რომლის მთავარი თემაც ინფორმაციისადმი ტოტალური ხელმისაწვდომობის ეპოქაში ცენზურის შესაძლებლობის საკითხი იქნება. ფორუმი დასრულდება სპეციალური სესიით „მონოპოლიის დასასრული: ღია ინფორმაციის საუკუნე“, ასევე სადისკუსიო პანელით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსული და საერთაშორისო IT-კომპანიების, ფედერალური ხელისუფლებისა და რეგულატორების ხელმძღვანელები.
დარგობრივი ფორუმის ჩატარებით ორგანიზატორები აპირებენ მონიშნონ და იმსჯელონ მთელს მსოფლიოში თანამედროვე მედიასაშუალებებში მიმდინარე პროცესები, იპოვონ საერთო ტრენდები და გაიგონ განსხვავებები. საკითხები, რომლებზე პასუხის გაცემასაც ექსპერტები შეეცდებიან, დამახასიათებელია ჟურნალისტიკისთვის როგორც რუსეთში, ისე უცხოეთში. როგორია პროფესიული სტანდარტები პოსტ-მეინსტრიმის ეპოქის მედიისთვის? როგორ ხდება ახალი მედიასაშუალებების ჩამოყალიბება? როგორი ფაქტორები და ტექნოლოგიები განსაზღვრავენ რეპორტიორების მუშაობას? სად იწყება და მთავრდება ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება? როგორ ჩაეწერა ახალ მედიარეალობაში ინტერნეტმედია და ციფრული პროექტები?
მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“ ღია, მეგობრულ განხილვებში მონაწილეობისთვის იწვევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, მედიასაზოგადოებას. ფორუმზე რეგისტრაცია ყველა მსურველისთვის 2016 წლის 1 ივნისამდეა ღია შემდეგ ვებგვერდებზე: http://mediaforum.rian.ru/registration/ (რუსული ენა) და http://en.mediaforum.rian.ru/registration/ (ინგლისური ენა).
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ”როსია სეგოდნია” საერთაშორისო მედიაჯგუფია, რომლის მისიაც არის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ოპერატიული, გაწონასწორებული და ობიექტური გაშუქება, საკვანძო მოვლენებზე სხვადასხვა მოსაზრების თაობაზე აუდიტორიის ინფორმირება. ”როსია სეგოდნიას” შემადგენლობაში არიან: ”რია ნოვოსტი”, ”რ-სპორტი”, ”რია რეიტინგი”, ”ინოსმი”, ”რია ნედვიჟიმოსტი”.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ”როსია სეგოდნია” რუსული მედიის სხვა სააგენტოებს შორის ციტირების მხრივ ლიდერობს და ამჟამად თავისი ბრენდების ციტირების დონეს საზღვარგარეთის ქვეყნებში ზრდის. სააგენტო ციტირების მხრივ ასევე ლიდერობს რუსულ სოციალურ ქსელსა და ბლოგებზე.