აფბა ონლაინ-კაზინოს მოთამაშეთა მონაცემთა ბაზის შექმნის წინადადებით გამოდის

© photo: Sputnik / Mikhail Mordasov / გადასვლა მედიაბანკშიკაზინო
კაზინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ არასრულწლოვანი ონლაინ-კაზინოში თამაშისგან დისტანცირებულია, ასევე არის ფულის გათეთრების საშიშროება.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ონლაინ-კაზინოს სფერო საქართველოში არ კონტროლდება, ამიტომ, პირველ რიგში, მოთამაშეების ბაზის შექმნაა საჭირო, ირწმუნება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა).

ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია შესაბამისი საკანონმდებლო შესწორებების პაკეტზე მუშაობს. ორგანიზაციის გათვლებით, ქართულ ონლაინ-კაზინოებს ყოველდღიურად დაახლოებით 300-400 ათასი ადამიანი სტუმრობს.

კაზინო - Sputnik საქართველო
არალეგალურად მოქმედი კაზინოს მესვეურები დააკავეს

„პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ აზარტულ მოთამაშეთა რეესტრი უნდა შეიქმნას. ეს ნიშნავს, რომ მოთამაშე რეალურ და არა ონლაინ სივრცეში უნდა დარეგისტრირდეს, რაც მისი პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს“, — განუცხადა Sputnik-ს „აფბას“ ანალიტიკოსმა ზურაბ კუკულაძემ.

დღესდღეობით თამაშისთვის ონლაინ-რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ არის საფრთხე, ითამაშოს არასრულწლოვანმა, ხოლო მეორე მხრივ, არის ფულის გათეთრების რეალური საფრთხე, აღნიშნა კუკულაძემ.

„კიდევ ერთი რეგულაცია წვდომის შეზღუდვას ეხება. ადამიანს, რომელიც აზარტულ მოთამაშეთა ბაზაში დარეგისტრირდება, შემოსავლების დადასტურება უნდა ჰქონდეს. მას არ უნდა ჰქონდეს ყოველთვიური შემოსავლის 30%-ზე მეტი თანხის წაგების უფლება. ხოლო თუ ადამიანს დადასტურებული შემოსავალი არა აქვს, მას თვეში მხოლოდ 100 ლარის წაგების უფლება უნდა ჰქონდეს“, — განაცხადა მან.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე გამოდის წინადადებით, შემუშავდეს პროგრამა, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ონლაინ-კაზინოში ნებისმიერ ტრანზაქციაზე წვდომას უზრუნველყოფს.

 „სახელმწიფომ რეალურად უნდა იცოდეს, რა შემოსავლები აქვს კაზინოს, რომ მათი სწორი ადმინისტრირება მოხდეს. ბევრი აზარტულ თამაშებს შემოსავლის მიღების საშუალებად აღიქვამს, სინამდვილეში კი ესაა საქმიანობა, რომელიც წაგებაზეა ორიენტირებული და მას სოციალურად უარყოფით შედეგამდე მივყავართ“, — აღნიშნა კუკულაძემ.

მისი თქმით, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 15% წაგებაზე ორიენტირებული საქმითაა დაკავებული. ისინი დღეში დაახლოებით 4-5 საათს ონლაინსივრცეში ატარებენ და განვითარების შესაძლებლობას კარგავენ.

„ჩვენი რეკომენდაციები ასევე ეხება რეალურ კაზინოებსა და სხვა სათამაშო დაწესებულებებს. მიგვაჩნია, რომ მათი ლოკაციის ადგილები უნდა შეიცვალოს. ეს ნიშნავს, რომ ისინი დასახლებული პუნქტებიდან და ადამიანების მასობრივი შეკრების ადგილებიდან მოშორებით უნდა იყვნენ“, — აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ონლაინ-კაზინოსთან მიმართებით მკაცრი რეგულაციების შესაძლო დაწესებაზე ჯერ კიდევ იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ეს ბიზნესი საფუძვლიანად იქნება შესწავლილი.

2015 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე ლევან იზორია ონლაინ-თამაშების აკრძალვის წინადადებით გამოვიდა, თუმცა ამას ბიზნესისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

2014 წელს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ზღუდავს, მაგრამ ის პირველივე მოსმენისას ჩავარდა.

ყველა ახალი ამბავი
0