საქართველოში მეფრინველეობის მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ააშენებენ

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიმეფრინველეობის საწარმო
მეფრინველეობის საწარმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია, რომელიც მაღალტექნოლოგიურ მეფრინველეობის საწარმოს ააშენებს, 65 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. გარდაბნის რაიონში მეფრინველეობის მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ააშენებენ, რომელიც წელიწადში 75 ტონა ქათმის ხორცის წარმოებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში, სოფელ თელეთში კომპანია „როსტერს“ არასასოფლო მეურნეობის დანიშნულების 4 358 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად (1 ლარი) გადასცა. 

კარტოფილი ფრი - Sputnik საქართველო
საქართველოში კარტოფილი ფრის საწარმო იხსნება

კომპანიის მხრიდან ინვესტიციის ჯამური მოცულობა 143,1 ათას ლარს აჭარბებს და დაახლოებით 20 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს, აცხადებენ სამინისტროში.

„აწარმოე საქართველოში“ — ეს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამაა. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, რაც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფას.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 171 საწარმოს დაფინანსება მოხდა.  ინვესტიციის ჯამური მოცულობა 395 მილიონ ლარს აჭარბებს და 7, 6 ათასი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0