თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოში კარტოფილი ფრის მწარმოებელი გამოჩნდა — კომპანია „ფრეკო“ რომელიც ყოველწლიურად 150 ტონა პროდუქციას აწარმოებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სიმბოლურ ფასად — 1 ლარად, ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში მდებარე 1386 კვ.მეტრი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობით.
კომპანია ვალდებულებას იღებს განახორციელოს ინვესტიცია 68 ათასი ლარის ოდენობით და შექმნას არაუმცირეს 20 სამუშაო ადგილისა, იტყობინება სამინისტრო.
„აწარმოე საქართველოში“ — ეს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამაა. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, რაც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფას.