თბილისი, 18 მაისი — Sputnik. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა სპეციალური პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა „ქართული სახლი უცხოეთში“ და ასეთი დაწესებულებების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაარსების წინადადება წამოაყენა.
"[პროექტი] მიზნად ისახავს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობით, საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების, ეკონომიკური, ტურისტული, სასოფლო–სამეურნეო და სხვა მიმართულებების პოტენციალის საზღვარგარეთ წარმოჩენასა და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დღეისათვის უცხოეთის ქვეყნებში არსებობს როგორც ისტორიული დიასპორა — საქართველოდან 1990 წლამდე წასული ხალხი, დაახლოებით ერთ მილიონ კაცზე მეტი, ისე 90–იანების შემდეგ ქვეყნიდან გასული ემიგრანტები — დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი.