თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში „სტუდენტური დღეები 2016“ მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
17 მაისს ვაკის პარკში „სტუდენტური დღეები 2016“-ის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს სტუდენტურ დღეებში 46 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული.,პროექტის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის ტარდება კულტურულ-გასართობი, სპორტული და ინტელექტუალური კონკურსები, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აფასებს.
სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტური დღეების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; სტუდენტების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენება; რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება; თვითშემოქმედებითი და სპორტული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების გამოვლენა — წახალისება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას