ქართველი სტუდენტები და მეცნიერები ევროკავშირში დასაქმებას შეძლებენ

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშიევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში
ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ქვეყნებში სტუდენტებისა და მეცნიერების ყოფნის გამარტივებისათვის, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ამ კატეგორიის ხალხისათვის ახალი რეგულაციები მიიღეს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik.  ევროპარლამენტის მიერ მიღებული  ახალი რეგულაციის თანახმად, იმ სახელმწიფოების სტუდენტები და მკვლევარები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრნი, სწავლისა და კვლევების დასრულების შემდეგ, შეძლებენ დარჩნენ ევროპის ქვეყნებში და დასაქმდნენ. ამის შესახებ ევრიპარლამენტის ვებ-გვერდი იტყობინება. 

აღნიშნული რეგულაცია ოთხშაბათს მოიწონა ევროპარლამენტმა, იმ მიზნით, რომ უფრო გაამარტივოს ევროკავშირში მესამე ქვეყნების წარმომადგენელთა ყოფნა, კვლევებისა და სწავლის გაგრძელების მიზნით. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს მაქსიმალურად გაამარტივებს

გარდა ამისა, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებსა და მკვლევარებს საშუალება ექნებათ თავისუფლად გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. სტუდენტებს ექნებათ უფლება იმუშაონ არაუმცირეს 15 საათისა კვირაში, ხოლო მკვლევარებს უფლება ექნებათ თან იყოლიონ თავიანთი ოჯახის წევრები, რომელთაც ასევე ექნებათ მუშაობის უფლება. 

„ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ ევროპის უნივერსიტეტები შეძლებენ გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო არენაზე და უფრო მიმზიდველნი გახდნენ ამბიციური და მაღალგანვითარებული ადამიანებისათვის სხვა ქვეყნებიდან“, — თქვა ევროპარლამენტის დეპუტატმა სესილია ვიკსტრომმა.  

ახალი რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე შევა ძალაში, ხოლო წევრმა ქვეყნებმა იგი თავის კანონმდებლობაში მაქსიმუმ ორი წლის ვადაში უნდა შეიტანონ. 


ყველა ახალი ამბავი
0