საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ბერლინში ბიზნეს-კონფერენციაში მონაწილებს

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მონაწილეობს სესიაში, რომელიც სატრანსპორტო დერეფნებს ეძღვნება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბერლინში ბიზნეს-კონფერენცია Connectivityfor CommerceandInvestment-ში მონაწილეობს. 

ღონისძიება გერმანიის ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებში იმართება. ბიზნესკონფერენცია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა.

ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს სესიაში „ეკონომიკური ჰაბები და სატრანსპორტო დერეფნები — სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ბიზნესმოდელები“. აღნიშნულ საკითხზე თანამომხსენებლები იქნებიან უკრაინის, ლატვიის, რუსეთისა და გერმანიის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელი პირები, აღნიშნეს ეკონომიკის სამინისტროში.

ბერლინის ბიზნესკონფერენციაში მონაწილეობენ ეუთოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებების, ბიზნეს-სტრუქტურებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები. 

საზღვაო პორტი - Sputnik საქართველო
საქართველომ ტრანზიტულ გადაზიდვებზე შეთანხმებას მოაწერა ხელი

კონფერენციაზე განხილული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო დერეფნები, ვაჭრობის, ენერგოენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

კერძოდ, კონფერენციის მსვლელობისას განიხილავენ ახალ რეგიონულ ინიციატივებს თანამშრომლობისთვის, რომელიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებს მოიცავს, აბრეშუმის გზასა და ჩინეთის როლს.

საქართველოს სატრანსპორტო და ტრანზიტული პოტენციალის სრული რეალიზება, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა.

საქართველოს მთავრობის მიზანი, ტრანზიტული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისთვის, ერთიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა, ასევე რეგიონში ვაჭრობის გაზრდა და ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვაში ქვეყნის როლის გაძლიერებაა, აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“. 

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვისთვის აუცილებელ დროს მნიშვნელოვნად ამცირებს და საქართველოს გავლით ტვირთების დამატებითი ნაკადის მოზიდვის წინაპირობას წარმოადგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0