საქართველომ ტრანზიტულ გადაზიდვებზე შეთანხმებას მოაწერა ხელი

© Flickr / Harvey Barrisonსაზღვაო პორტი
საზღვაო პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუმინეთში ოთხი ქვეყნის სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელებმა ევროპიდან აზიაში კონსტანცასა და ფოთის პორტების გავლით ტვირთების გადაზიდვაზე იმსჯელეს.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და რუმინეთის სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელებმა ევროპა–აზიის დერეფნით სატრანზიტო ტვირთგადაზიდვების განვითარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, იუწყება РИА Новости სააგენტო Trend–ზე დაყრდნობით.

შეხვედრა რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში გაიმართა.

დავით საგანელიძე - Sputnik საქართველო
„აბრეშუმის გზა“ - ეს ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი ხიდია

„შეხვედრის მონაწილეებმა ევროპიდან აზიაში რუმინეთის კონსტანცასა და საქართველოს ფოთის პორტებით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის გავლით, ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესაძლებლობებზე, პრობლემური საკითხების მოგვარების გზებსა და მანამდე გაწეულ სამუშაოებზე იმსჯელეს“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ: იანვრის შუა რიცხვებში საქართველომ, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უკრაინამ უკვე მოაწერეს ხელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთების გადაზიდვაზე კონკურენტუნარიანი, შეღავათიანი ტარიფების დადგენის ოქმს.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ჩინეთზე, ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთსა და უკრაინაზე — იქიდან კი ევროპაში გადის.

ყველა ახალი ამბავი
0