ბათუმი რუსი ტურისტების ფავორიტი ქალაქების სიაშია

© FB/Visit Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის პერიოდში რუსი ტურისტები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებას საშუალოდ 11 დღე გეგმავენ.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ტურისტულმა სერვისმა Travel.ru განსაზღვრა, რომ ბათუმი რუს ტურისტთა შორის სასურველი დასასვენებელი ადგილების პირველ სამეულშია.

კურორტების რეიტინგი 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დამოუკიდებლად მოგზაური ტურისტების მიერ დაჯავშნული ადგილებით შეადგინეს. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ტურისტული ბუმია მოსალოდნელი

სასტუმროების დაჯავშნის ვებგვერდ Oktogo.ru —ს მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები ბათუმში დასვენებას საშუალოდ 11 დღით, ხოლო თბილისში საზაფხულო მოგზაურობას 4 დღით ჯავშნიან.

რუსეთის კურორტების პირველ ათეულშია სოჭი, ანაპა, გელენჯიკი, კისლოვოდსკი, ზელენოგრადსკი, ლისტვიანკა, სევასტოპოლი, ეისკი და ევპატორია.

Oktogo.ru-ს მონაცემებით, რუსი ტურისტებისთვის დასვენებისთვის შერჩეული უცხოური ქვეყნების ტოპ-ათეულში შედის საბერძნეთი, კვიპროსი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, ჩერნოგორია, ხორვატია, პორტუგალია, საფრანგეთი და საქართველო.


ყველა ახალი ამბავი
0