თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტები, ოპერატორები და ტექნიკური პერსონალი გაფიცვით იმუქრებიან, თუ ხელფასებს არ მოუმატებენ და შრომის პირობებს არ გაუუმჯობესებნ.
პეტიციას ხელი „მოამბის“ 83-მა თანამშრომელმა მოაწერა. ამჟამად ტელეკომპანიის თანამშრომელთა ჯგუფი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაემგზავრა იმ იმედით, რომ უწყება მედიატორის როლს შეასრულებს. თუ 21 დღის განმავლობაში სამინისტრო პეტიციის ავტორებთან შეხვედრას არ გამართავს, ისინი გაფიცვის დაწყებას აპირებენ.
„აზრი არ აქვს ჩვენს დაშინებას, დაშანტაჟებას და მუქარას, ან იმის ძიებას, ვინ დგას ჩვენ უკან — ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ჩვენ უკან ჩვენი მძიმე სოციალური პირობები და ოჯახები დგანან. ჩვენი მიზანი არ არის ტელევიზიის საქმიანობის შეზღუდვა, ჩვენი მიზიანია სოციალური თანასწორობისა და ადამიანის დაფასების აღდგენა”, — აღნიშნულია განცხადებაში.
„მოამბის“ თანამშრომლები ხელფასის 20-50%-ით გაზრდას მოითხოვენ.