მუფთი: საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ

© Sputnik, Alexander Imedashviliთბილისური მეჩეთი და ნარიყალა
თბილისური მეჩეთი და ნარიყალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისური მეჩეთი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ერთად ლოცულობენ შიიტები და სუნიტები.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის მეჩეთი, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, განსაკუთრებით ხალხმრავალია რელიგიური დღესასწაულების დროს და პარასკევობით, მაშინ როცა მუსულმანები ლოცვას აღავლენენ — ჯუმა-ნამაზს. ერთ სივრცეში ლოცულობენ როგორც შიიტები, ისე სუნიტები. 

ამ დღეებში მარნეულში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს აზერბაიჯანული მოსახლეობა, ახალი მეჩეთი გაიხსნა. მეჩეთის გახსნაზე ირანის დელეგაცია ჩამოვიდა, სეიდ ჯავად შაჰრისტანის მეთაურობით, რომელიც  შიიტური სამყაროს ცნობილი სულიერი ლიდერის აიათოლა სისტანის წარმომადგენელია. 

„ჩვენ (შიიტები და სუნიტები) პატივისცემით ვეპყრობით ერთმანეთს და ჩვენს შორის არავითარი პრობლემები არ არის. ყოველთვის ვულოცავთ ერთმანეთს დღესასწაულებს. სხვათა შორის თბილისში შიიტები გაცილებით მეტნი არიან ვიდრე სუნიტები“, — უთხრა Sputnik-ს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტიმ იასინ ალიევმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა რელიგიას შეუძლია მშვიდობიანი თანაცხოვრება.

სტამბოლი - Sputnik საქართველო
მომიტინგეები სტამბოლში სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას მოითხოვენ

„მეიდანზე რომ გაიარო, შეგიძლია ნახო მეჩეთი, ცოტა ქვემოთ — სომხური ეკლესიაა, უფრო იქით ებრაული სინაგოგა, შემდეგ მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები. აი ნათელი მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის, რომ აქ რელიგიებს შორის არანაირი პრობლემა არ არის“, — აღნიშნა ალიევმა. 

ამ დროისათვის საქართველოში 250-ზე მეტი მეჩეთი ფუნქციონირებს. აქედან 70 მუსულმანური  თემის კუთვნილებაა. მიმდინარეობს მუშაობა დანარჩენი მეცეთების ჩართვაზე მუსულმანურ თემში. დედაქალაქში ასევე ფუნქციონირებს სამლოცველო სახლები. 


ყველა ახალი ამბავი
0