მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მომიტინგეები სტამბოლში სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას მოითხოვენ

© photo: Sputnik / Sergey Subbotin / გადასვლა მედიაბანკშისტამბოლი
სტამბოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას, თურქეთში, ისლამისტური ლოზუნგებით და წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების მოთხოვნით, მიტინგი ჩატარდა. მიტინგი თურქეთში მოღვაწე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოაწყვეს.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სტამბოლში კვირას გამართულ მიტინგში ასეულობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ისინი წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას  მოითხოვდნენ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

მომიტინგეები ისლამისტური ლოზუნგებითა და პლაკატებით ხელში, ასევე მოწოდებით – „წმინდა სოფიას ტაძარი კვლავ მეჩეთად უნდა გადაკეთდეს”, სტამბოლის სულთან ახმედის ისტორიულ რაიონში, წმინდა სოფიას ტაძართან შეიკრიბნენ, იუწყება სააგენტო Anadolu.  აქციის ორგანიზატორები თურქეთში მოღვაწე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.

მე-6 საუკუნეში აგებული წმინდა სოფიას ტაძარი, რომელიც ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ტაძარი იყო, 1453 წელს თურქეთის ჯარის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მეჩეთად გადაკეთდა. 1935 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით, წმინდა სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ზოგიერთი კონსერვატიული პარტია და თურქეთის ისლამისტური საზოგადოებრივი მოძრაობები მის მეჩეთად გადაკეთებას მოითხოვენ, თუმცა, მაღალ ეშელონებში ამ ინიციატივას ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ.


ყველა ახალი ამბავი
0