საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერებმა ТАP–ის მშენებლობაზე იმსჯელეს

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და ალექსის ციპრასი
გიორგი კვირიკაშვილი და ალექსის ციპრასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა საქართველოსა და საბერძნეთს ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი, 17 მაისი —Sputnik. ტრანსადრიატიკული გაზსადენი (TAP), რომლითაც აზერბაიჯანული გაზი ევროპაში გადაიქაჩება, საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობებს განამტკიცებს, განაცხადა საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა ალექსის ციპრასმა  ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე. 

გიორგი კვირიკაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება საბერძნეთში, სადაც TAP–ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას. 

„უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირები და ვფიქრობ, რომ ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტი არის კარგი შესაძლებლობა კიდევ უფრო გავამყაროთ თანამშრომლობა ენერგეტიკული კუთხით“, — განაცხადა ალექსის ციპრასმა შეხვედრაზე. 

საქართველოს პრემიერი დაეთანხმა კოლეგას და გაზსადენის მნიშვნელობას თავადაც გაუსვა ხაზი.  

გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო
საბერძნეთში ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა იწყება

პოლიტიკოსებმა შეხვედრაზეორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა მეგობრულ კავშირებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. 

პრემიერ-მინისტრები მზად არიან, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას. 

ტრანსადრიატიკული გაზსადენი (TAP) — პროექტ „გაზის სამხრეთი დერეფნის“ ნაწილია, რომელიც 2019 წლისთვის გაზსადენი სისტემების TANAP-TAP–ის გაყვანას მოიაზრებს აზერბაიჯანული „შაჰ–დენიზის“ საბადოდან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთის გავლით იტალიის სამხრეთისკენ.


ყველა ახალი ამბავი
0