თბილისი, 17 მაისი — Sputnik. კონკურს „მსოფლიო ხალხთა სააღდგომო სიმღერების“ ლაურეატები საქართველოს, სერბეთის, ბელარუსისა და რუსეთის სასიმღერო კოლექტივები გახდნენ.
კონკურსი პირველად ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რომელიც პატრიარქის ეგიდით იმართება და რომლის სახელწოდებაცაა „ქრისტიანული სამყაროს საეკლესიო სიმღერები“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მოსკოვის საპატრიარქოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
სააღდგომო სიმღერის კონცერტზე, სერბეთის, რუსეთისა და ბელარუსის გუნდებთან ერთად, გორის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ბავშვთა სასიმღერო გუნდიც გამოვა.
აღნიშნული საერთაშორისო ფესტივალი 2013 წლის ოქტომბერში დაარსდა და ყოველწლიურად იმართება.