თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. პირველად კონცერტი „საქართველოს ხმები“ შარშან ნოემბერში ჩატარდა. მაშინ იყო წარმატება და ანშლაგი, მაყურებელთა დარბაზში ყველა მსურველი ვერ დაეტია და შესასვლელთან ზედმეტ ბილეთებს კითხულობდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ძველი პროგრამიდან გამეორებები იქნება, კონცერტი დიდ ინტერესს იწვევს,- ყვება ივანე ილიჩიოვი, კონცერტის ორგანიზატორი, მუსიკალური პროექტის „ყველა დროის სახელები“-ს ხელმძღვანელი. — როგორც გასულ წელს, გამოვლენ ზურაბ სოტკილავა, ნოდარ რევია, გიორგი მელიქიშვილი, ეთერი ბერიაშვილი. სხვა მომღერლებიც იქნებიან.
მაყურებელთა წინასე წარდგება ქართული ხალხური სიმღერების ახალგაზრდა შემსრულებელი ნინო როდონაია. მსახიობ ნუკრი მატუას შესრულებით აჟღერდება ქართველ პოეტთა ლექსები. ასევე წარმოდგენილი იქნება ცეკვის ანსამბლები „ოქროს საწმისი“, „არგო“, „ხალისი“, „ერთობა“. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს დიანა ღურწკაია. ანსამბლი „სულიკო“ ხუთ ხმაში შეასრულებს სიმღერებს ლეგენდარული კოლექტივ „ორერას“ რეპერტუარიდან და ბულატ ოკუჯავას ცნობილ სიმღერას „ვაზის წივწა". შოუ „ხმა“-ს ფინალისტი გელა გურალიაც დარბაზში იქნება, მაგრამ სცენაზე არ გამოვა.
„გელა დაგვპირდა, რომ კონცერტის სანახავად დედასთან ერთად მოვა,- დააზუსტა ილიჩიოვმა.-ის როგორც მაყურებელი მოვა და თავის მეგობრებს მხარს დაუჭერს.“