„მრეწველებმა“ „ქართული ოცნება“ დატოვეს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგოგი თოფაძე
გოგი თოფაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ საქართველოს ნატოში შესვლას ეწინააღმდეგება. ის ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარების მომხრეა.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

თოფაძემ, რომელიც სკანდალური განცხადებებითაა ცნობილი, საქართველოს მთავრობა ნატოსკენ სწრაფვისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. გასულ კვირაში ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თავის გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომელთაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი ექნებათ.

 „ოფიციალურად განცხადება არ გამიკეთებია, თუმცა, რაზე უნდა ვილაპარაკო? კოალიცია დაიშალა! ჩვენი პარტია კოალიციიდან გამოვიდა. თუმცა, ყოველთვის ვიტყვი: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა“, — განაცხადა თოფაძემ.

კვირიკაშვილი დადებითი პიროვნებაა, თუმცა ჩვენ ჩვენი ქვეყნების პერსპექტივებს სხვადასხვაგვარად ვხედავთ, აღნიშნა მან. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება

უფრო ადრე თოფაძემ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციურ პარტია „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანება არ გამორიცხა. ორივე პარტია, პირველ რიგში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ემხრობა.

ამჟამად „ქართული ოცნება“ მხოლოდ ნომინალურად არსებობს. მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ და „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

რამდენიმე დღეში კოალიცია დატოვა „ეროვნულმა ფორუმმა“. 2014 წლის ბოლოს კოალიცია დატოვა ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.


ყველა ახალი ამბავი
0