თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიას შეუერთდება, უთხრა ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.
„ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში. თუმცა, რა ფორმით გააკეთებს ის ამას, ჯერჯერობით უცნობია“, — აღნიშნა კობახიძემ.
თავად ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პარტიის ყრილობას ესწრებოდა, მისი დასრულების შემდეგ დაადასტურა, რომ აპირებს დაეხმაროს „ქართულ ოცნებას“.
„რა თქმა უნდა, [„ქართულ ოცნებას“] მხარდაჭერას აღმოვუჩენ. ერთი კვირის თავზე წერილობით გამოვაქვეყნებ ყველაფერს, სადაც ყველაფერზე გავცემ პასუხს. იქნება ერთგვარი ანგარიში, სადაც ყველაფერი იქნება მოცემული“, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.