ხელისუფლება კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის

© Flickr / Trevor Manternachსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვამ კახეთის რეგიონში 1500 ჰექტარზე მეტი ვენახი და ნათესი გაანადგურა.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. კახეთის ადგილობრივი ხელისუფლება გურჯაანისა და საგარეჯოსთვის სეტყვით მიყენებულ ზარალს ითვლის.  

სეტყვა - Sputnik საქართველო
კახეთში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მოსავალს დიდი ზარალი მიაყენა

სეტყვამ, რომელიცგურჯაანში 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, 300 ჰექტარზე მეტი ვენახი და ნათესი გაანადგურა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“რაიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. 

საგარეჯოში კი 1100 ჰექტარზე გაშენებული ვენახი და 133 ჰექტარი ხილის ბაღები დაზიანდა. 

მაისის დასაწყისიდან კახეთი უკვე მესამედ დაზარალდა სეტყვისგან. 


ყველა ახალი ამბავი
0