თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ძლიერი სეტყვისგან, ქარისგან და თავსხმა წვიმისგან კახეთში საგარეჯოს რაიონში სოფლები დაზარალდა.
„გიორგიწმინდის, მანავის, ჩაილურისა და კაკაბეთის სოფლებში დაზიანდა ვენახები და ბოსტნები“,-იუწყება "Новости-Грузия" საგარეჯოს რაიონული ადმინისტრაციის უფროსზე გიორგი გზირიშვილზე დაყრდნობით. მისი სიტყვებით, სტიქიით მიყენებული ზარალის ზუსტი მასშტაბები ცნობილი მოგვიანებით გახდება.
საგარეჯოს რაიონული ადმინისტრაციის თანამშრომლები სოფლებში გაემგზავრნენ, რათა ადგილზე გაეცნონ სიტუაციას.
„სეტყვა დაახლოებით შვიდ წუთს გრძელდებოდა, იყო ძლიერი ქარი, რომელმაც ხე წააქცია. სოფელ ბურდიანში ერთი ოჯახი დაზარალდა — მათი სარდაფი დაიტბორა, მაგრამ სამაშველო სამსახურმა წყალი 15 წუთში ამოტუმბა“,-თქვა გზირიშვილმა.
ქალაქ საგარეჯოში გადამცემი ხაზებიც დაზიანდა, სადაც ამჟამად ელექტროენერგიის გარაშე 20 ოჯახამდე რჩება. სარემონტო სამუშაოები დაწყებულია, დენის მიწოდება უახლოეს დროში აღდგება.