სეტყვამ კასპის რაიონში მოსავლის 80% გაანადგურა

© Flickr / Trevor Manternachსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს ღამით სეტყვამ შიდა ქართლისა და კახეთის სოფლები დააზარალა.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ძლიერმა სეტყვამ კასპის რაიონში მოსავლის 80% გაანადგურა, განსაკუთრებით დაზარალდნენ ნოსტე და ერთაწმინდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“. 

ადგილობრივი ხელისუფლება უამინდობისგან მიყენებული ზარალის დათვლას უკვე შეუდგა.

წვიმა - Sputnik საქართველო
სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოს სეტყვას უქადიან

„ეს საათნახევარი გრძელდებოდა. წყალი ბაღის მხარეს გადავარდა, თორემ სახლიც დაიტბორებოდა“, — განაცხადაა ადგილობრივმა მცხოვრებმა მედიკო ედიშერაშვილმა.

სეტყვისა და კოკისპირული წვიმის შედეგად თელავის რაიონის სოფელ ვანთაში, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ვენახისა და ხეხილის ბაღების რამდენიმე ჰექტარი განადგურდა. 

სეტყვა რაიონის სხვა სოფლებშიც მოვიდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია.


ყველა ახალი ამბავი
0