სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოს სეტყვას უქადიან

© photo: Sputnik / Asatur Esayantsწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი, თუმცა წვიმიანი ამინდები იქნება.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერ წვიმასა და სეტყვას პროგნოზირებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:

11 მაისი

• დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთში — ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს 10–15 მ/წმ სიძლიერის ქარი.

• დასავლეთ საქართველოში ღამით — 9-14° სითბო, დღისით  — 16-21°. მაღალ მთაში ღამით 3-8°, დღისით — 10-15°.

• აღმოსავლეთ საქართველოში ღამით — 9-14° სითბო, დღისით — 20-25°. მაღალ მთაში ღამით — 1-6°, დღისით — 10-15° სითბო.

• თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით ჰაერი 13°–მდე გათბება, ხოლო დღისით — 22°–მდე.

12 მაისი

• დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში იწვიმებს — ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე 10–15მ/წმ–ს მიაღწევს.

•  დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 8-13°, დღისით — 13-22°. მაღალ მთაში ღამით 0-5°, დღისით — 10-15°.

•  აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 8-13° სითბო, დღისით — 19-24°. მაღალ მთაში ჰაერი დღისით 1-6°–მდე გათბება, დღისით კი 9-14°მდე.

•  თბილისში მოსალოდნელია ალაგ–ალაგ წვიმა ელჭექით. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 12°, დღისით — 23°.

13 მაისი

პარასკევი მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმიანი იქნება.

•  აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა სეტყვით. იქროლებს 10–15მ/წმ სიძლიერის ქარი.

•  დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 10–15° სითბო, დღისით — 22–27°; მაღალ მთაში ღამით 1–6°, დღისით 15–20° სითბო.

•  აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 9-14° სითბოა მოსალოდნელი, დღისით 20-25°; მაღალ მთაში ჰაერი ღამით 1–6°–მდე გათბება, დღისით — 12-17°–მდე.

•  თბილისში ხანმოკლედ იწვიმებს. ღამით მოსალოდნელია 14° სითბო, დღისით — 23°.

ყველა ახალი ამბავი
0