თბილისში ლგბტ აქტივისტები დააკავეს

© Flickr/ lashtsertsvadzeლგბტ საქართველოში
ლგბტ საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰომოფობიის საერთაშორისო დღეს ლგბტ აქტივისტებს ქალაქის იერსახის დამახინჯებაში დასდეს ბრალი, რადგან ისინი საპატრიარქოს ღობის კედლებზე წარწერებს აკეთებდნენ.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. დაკავებებით დაიწყო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა თბილისში. გამთენიისას სამართალდამცველებმა ათი ლგბტ აქტივისტი დააკავეს, ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2“ იტყობინება. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით,  დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ „სიყვარული თანასწორია“ — ამ შინაარსის წარწერებს ისინი საპატრიარქოს ღობის კედელზე აკეთებდნენ და  მათ სამართალდამცავები ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებენ.

ლგბტ პირების მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლები საკუთარი უფლებების დასაცავად აქციაზე არ გამოვლენ

კიდევ რამდენიმე ადამიანს, პოლიციის დაუმორჩილებლობასაც ედავებიან, რომელიც 15 დღიან პატიმრობას ან 250-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ათივე დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ლგბტ აქტივისტების დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაკავებულების საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს.


ყველა ახალი ამბავი
0