თბილისი, 16 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა ტრანკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდაზე მოილაპარაკეს, განაცხადა ორშაბათს სს „აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზების“ ხელმძღვანელმა ნადირ აზმამედოვმა.
აპრილში სამი ქვეყნის სარკინიგზო უწყებებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სატრანსპორტო კონსორციუმის შექმნის შესახებ კომპანიებს — ADY Express, KTZ Express, Trans Caucasus terminals და ACSC Logistics შორის. მარშრუტი გადის ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდეგ თურქეთისა და უკრაინის ტერიტორიების გავლით ევროპაში. ორშაბათს ბაქოში შედგა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელებმა.
„მხარეებმა მხარი დაუჭირეს გადაზიდვების მოცულობის გაზრდას ასევე სახმელეთო მარშრუტების გამოყენებით ყაზახეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე, ამასთან როგორც ვაგონით ასევე კონტეინერით გადაზიდვებზე. აღნიშნულ ტერიტორიებზე ყაზახეთის საექსპორტო ტვირთების ზიგიერთ სახეობებზე დაწესებულია სპეციალური ტარიფი“, ციტირებს აზმამედოვის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Trend-ზე დაყრდნობით.
იანვრის შუა რიცხვებში, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, საქართველომ და უკრაინამ ხელი მოაწერეს ოქმს კონკურენტუნარიანი შეღავათიანი ტარიფების დაწესებაზე სატვირთო გადაზიდვებზე ტრანსკასპიურ საერთაშორისო მარშრუტზე, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდეგ თურქეთისა და უკრაინის ტერიტორიების გავლით ევროპაში.
პირველი სატესტო საკონტეინერო მატარებელი ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო პორტში 2015 წლის 3 აგვისტოს ჩავიდა.