სახალხო დამცველი: საჭიროა ფსიქიკურად დაავადებულ პატიმრებზე ზრუნვა

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქიკურად დაავადებული პატიმრის სამარტოო საკანში ყოფნამ, შესაძლოა, მისი მდგომარეობა დაამძიმოს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს მოუწოდებს, აკრძალოს ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების სამარტოო საკნებში მოთავსება.

დაუშვებელია, ციხის ადმინისტრაციამ სასჯელი დაუწესოს პატიმარს რაიმე სახის ქმედებისთვის, თუ ეს ქმედება პირდაპირი შედეგია მისი ფსიქიკური დაავადების ან შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების, აღნიშნავს სახალხო დამცველი.

Voice N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში - Sputnik საქართველო
Voice N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში

„სამარტოო საკნებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მოთავსება სრულად უნდა აიკრძალოს. დაუშვებელია, შეზღუდული ფსიქიკური ან ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსება, როდესაც შესაძლებელია მსგავსი ზომის გამოყენებამ დაამძიმოს მისი მდგომარეობა", — აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, გაეტარებინა სათანადო ზომები, რათა არ მომხდარიყო ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსება. მიუხედავად ამისა, 2015 წლის განმავლობაში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსების ფაქტები გამოვლინდა პენიტენციური დეპარტამენტის N2 და N3 დაწესებულებებში. 

ყველა ახალი ამბავი
0