ბათუმში სავარაუდო მკვლელი დააკავეს

© Следственная служба Минфина Грузииდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ირაკლი ა.-ს რამდენჯერმე ესროლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, ბათუმში, 1980 წელს დაბადებული არჩილ ფ. დააკავეს.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ბათუმში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

ის ეჭვმიტანილია 35 წლის მამაკაცის, ირაკლი ა.-ს მკვლელობაში, რომელიც 14 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

არჩილ ფ.-ს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0