ბათუმში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმთა ძალისხმევის მიუხედავად, ბათუმში უცნობი პირების მიერ დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბლისი, 15 მაისი — Sputnik.  ბათუმში „6 მაისის“ პარკთან 14 მაისს უცნობმა პირებმა 35 წლის მამაკაცს ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. 

ისი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს. 

„მამაკაცს მრავალი ჭრილონა ჰქონდა… როცა მოიყვანეს სიცოცხლის ნიშნები აღარ ჰქონდა, ჩვენ ჩავატარეთ სესაბამისი სარეანიმაციო ღონისძიებები, თუმცა უშედეგოდ“, — თქვა ექიმმა მედეა მიმინოშვილმა. 

შსს-ში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით. ჯერ ჯერობით უცნობია როგორც მკვლელობის მოტივი, ასევე მკვლელის ვინაობა. 


ყველა ახალი ამბავი
0