„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ორი ადამიანი დააკავეს

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ორლულიანი სანადირო თოფები.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ქურდული სამყაროს წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ლაშა დ. და დავით ლ. დააკავეს.

ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას გადაჭრილი სანადირო ორლულიანი თოფები ნივთმტკიცებად ამოიღო, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

დაკავება - Sputnik საქართველო
რუსეთში დაკავებული „კანონიერი ქურდი“ თბილისშია დეპორტირებული

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

დაკავებულებს სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა სისხლის სამართლის დანაშაულია. სსკ-ში არის მუხლი „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდი“, რაც ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0