თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა რუსეთში დაკავებული „კანონიერი ქურდის“ „ოთარიკ ზუგდიდელის“ თბილისში დეპორტირება მოახდინეს, განაცხადა რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.
„რუსეთის შსს-ს სისხლის სამართლებრივი დევნის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლიპეცკელ კოლეგებთან ერთად საქართველოს 36 წლის მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც „ოთარიკ ზუგდიდელი“, — განაცხადა ვოლკმა.
რუსეთში ის სასჯელს იხდიდა სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით.
სასჯელაღსრულების ადგილიდან გათავისუფლების შემდეგ ის, რუსეთის შსს-ს თანამშრომლების თანხლებით, თბილისს გადასცეს.
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა სისხლის სამართლის დანაშაულია. სსკ-ში არის მუხლი „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდი“, რაც ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.