თბილისი, 19 აპრილი —Sputnik. რუსეთის შს სამინისტროს თანამშრომლებმა იაროსლავლში საქართველოს მკვიდრი 52 წლის „კანონიერი ქურდი“ გიორგი ბერიევი, იგივე ბერიაშვილი დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ კრაიმი“.
ბერიაშვილი, კრიმინალურ სამყაროში „გია ბერემენად“ ცნობილი, რუსეთიდან ერთი წლის წინ იქ ჩასვლაზე სამუდამო აკრძალვით გააძევეს. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის 29 თებერვალს ის უკან დაბრუნდა.
მის მიმართ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თუ ბერიაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველოში ქურდულ სამყაროსთან კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია. ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი სახელწოდებით „ქურდული საზოგადოების წევრობა,“კანონიერი ქურდი“, რაც ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.