„ევროვიზია-2016“-ის ფინალი: როიალი ბუჩქებში, თანაც სრულიად ახალი

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიგენერალური რეპეტიცია
გენერალური რეპეტიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის კოლუმნისტი, ბელორუსიის სახელმწიფო ანსამბლის „პესნიარის“ დირექტორი - სამხატვრო ხელმძღვანელი ვიაჩესლავ შარაპოვი ფინალური კენჭისყრის სიახლეებისა და პერიპეტიების, ასევე მისი „დაფარული“ აზრებისა და მესიჯების შესახებ...

Sputnik ბელარუსი

უცნაური გრძნობაა. სწორედ ისეთი, როდესაც ერთდროულად გცემს გემრიელი საჭმლისა და კანალიზაციის სურნელი… რატომ? თავადაც არ ვიცი.

თითქოს და უძლიერესი ფინალია. ყველაზე საუკეთესო რაც კი ყოფილა ბოლო წლებში: რამდენი ლამაზი სიმღერაა, ერთი მეორეზე უკეთესი, ტალანტების თანავარსკვლავედი, ყოველი ნომერი — შედევრია… აღარ კი იცი რას უყურო, სული მღერის, ყველაფერი „შოკოლადშია“! თანაც ავიამზიდის სიძლიერით შოუში ტიმბერლეიქმა თავისი გვარდიელებით შემოსცურა — თვენთან ვართო, მეგობრებო, ჩვენ ყოველთვის გვერდით ვართო…

„ევროვიზია 2016“-ის კონკურსი უკრაინელმა ჯამალამ მოიგო - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2016“-ის კონკურსი უკრაინელმა ჯამალამ მოიგო

მაგრამ არსებობს ნიუანსები. კენჭისყრის ნიუანსები. ჟიურის შეფასებებში (ეს კი, როგორც წესი, თავის ქვეყნებში ცნობილი ადამიანები არიან, რომლებსაც მკაფიოდ აქვთ წარმოდგენილი არსებული ტრენდები და მონაბერი სიო) სრულიად მკაფიოდ იკითხებოდა გარკვეული პოლიტიკური ტენდენციების ხანგრძლივი გლორიფიკაციის ნაყოფი. „სახალხო არჩევანის“ შედეგების  გახმაურებისას ჩვენ მნიშვნელოვანი გადანაცვლების მომენტი მივიღეთ, და სურათი არსებითად შეიცვალა. ვფიქრობ, ყველამ იგრძნო ინტრიგის სიღრმე და პრიორიტეტების წვრილმანები…

ევროპის ხალხების ვერსიით ლაზარევი იყო პირველი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, როგორც სერგეის, ასევე ჯამალას სიმღერები, ჩემი აზრით, მუსიკალური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერები არ იყო. სახეზეა  სოლიდარობების აღლუმი: ჟიური-თავისთვის, ხალხი-თავისთვის! და ის ევრპოაში აზრთა რეალიებს სრულად ასახავს. მუსიკალურ პრიზმაში რუსეთის მიმართ მხარდაჭერა მოჩანს, უკრაინული თემა კი თანდათანობით ქრება. მაგრამ აზრთა პოლარიზაციის ხარისხი ისევ მნიშვნელოვანია. რაც შემაშფოთებელია…

… და მინდა ყველას ვკითხო  ძალიან ფრთხილად

წავა კი რუსეთი კიევში? საკითხავი სწორედ ეს არის…

 

ყველა ახალი ამბავი
0