მეცნიერებმა ძილის დარღვევებსა და მეხსიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს

გამოწერა
სპეციალისტებმა ასეთი დასკვნა გააკეთეს, როდესაც თაგვებზე ექსპერიმენტები ჩაატარეს. მეცნიერებმა მღრღნელებში დამახსოვრების უნარი აღმოაჩინეს, რის შემდეგ სწრაფი ძილის ფაზაში მათ ტვინზე შუქის ნათებით ზემოქმედებდნენ, რაც მეხსიერების არსებით პრობლემებს იწვევდა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ძილის დარღვევები მეხსიერების პრობლემებს იწვევენ, იუწყება РИА Новости  ჟურნალ Science-ზე დაყრდნობით, სადაც მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის გამოკვლევების შედეგებია გაშუქებული.

ტვინის დეგრადაცია - Sputnik საქართველო
SOS: მეხსიერების დაქვეითება, სკანირებული კითხვა, ინტერნეტი და ტვინის დეგრადაცია

 სპეციალისტებმა ასეთი დასკვნა გააკეთეს, როდესაც თაგვებზე ექსპერიმენტები ჩაატარეს. თავიდან მღრნელებს რამოდენიმე დღის განმავლობაში ერთნაირი ფორმის ორ ობიექტს უჩვენებდნენ, თანაც ერთ-ერთი მათგანი უცვლელი რჩებოდა, მეორე კი მუდმივად იცვლებოდა. თაგვები არსებითად მეტ დროს ახალი ობიექტის შესწავლაზე ხარჯავდნენ, რაც, როგორც მეცნიერები თვლიან, ცხოველების დამახსოვრების უნარზე მეტყველებს.

შემდეგ სწრაფი ძილის ფაზაში მკვლევარები შუქის იმპულსების მეშვეობით მეხსიერებასთან დაკავშირებულ თაგვების ნეირონებზე ზემოქმედებდნენ. ეს იმას იწვევდა, რომ მეორე დღეს თაგვებს წინა დღეს ნაჩვენები ობიექტის გახსენება ვერ შეძლეს.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სპეციალისტებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ძილის დარღვევა მეხსიერების პრობლემებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ყველა ახალი ამბავი
0