საქართველო მუშაობს თბილისში ეუთოს ასამბლეაზე რუსეთის დეპუტაციის დასწრების საკითხზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიდის მუშაობა, იმაზე, რომ სტანდარტები და მოთხოვნები შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისში ივლისში დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტის საკითხის გადაწყვეტაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, განუცხადა შაბათს სააგენტო РИА Новости-ს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ. 

როგორც მანამდე ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ნიკოლაი კოვალიოვმა განაცხადა, ქართულმა მხარმა ზეპირი ფორმით დაარწმუნა რუსეთის დელეგაცია, რომ ისინი შეძლებენ სრული შემადგენლობით შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე სესიაში მონაწილეობის მისაღებად.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
ივლისში თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება

„მე ვიცი, რომ ჯგუფი, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ორგანიზებით არის დაკავებული, მუშაობს ამ საკითხზე“, — განაცხადა ბესელიამ პასუხად კითხვაზე, შეძლებს თუ არა რუსეთის დელეგაცია უპრობლემოდ შემოვიდეს ქვეყანაში სესიაში მონაწილეობის მისაღებად. 

„მე არ ვარ დელეგაციის წევრი, მაგრამ ვიცი, რომ მიდის მუშაობა იმაზე, რომ სტანდარტები და მოთხოვნები შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას“, — დასძინა ბესელიამ. 

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე შესვლა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე დასჯადი ქმედებაა. შესაბამისად, ახლა ქართულ მხარეს უწევს ისეთი საკანონმდებლო ნორმის მოძებნა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საშუალებას მისცემს რუსეთის დელეგაციას, რომლის ზოგი წევრი ნამყოფია ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ყველა ახალი ამბავი
0