თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობამ კვლავ გენერალურ მდივნად აირჩია, იუწყება Sputnik–ის კორესპონდენტი ყრილობიდან.
პარტიის ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე, პოლიტსაბჭო და გენერალური მდივანი აირჩიეს.
პოლიტსაბჭოს ახალი წევრები გახდნენ სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, მისი მრჩეველი რომან კაკულია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, მთავრობის მრჩეველი ადვით კოღუაშვილი და პარტიის აღმასრულებელი საბჭოს მდივანი ირაკლი კობახიძე და სხვები.
პოლიტსაბჭოს უცვლელ წევრებად დარჩნენ მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ნოდარ ხადური და დავით საგანელიძე.