საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი — XXIX ტურის ანონსი

© GFFფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. სწორედ მეოთხე ადგილზე გასული გუნდი შეძლებს უეფას ევროპის ლიგაში საგზურისთვის თამაშს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური, რომელიც მეოთხე ადგილზე გასულ გუნდს გამოავლენს, შაბათს გაიმართება.

ვინ წავა ევროპაში

„დინამო“ თბილისი, როგორც ქვეყნის ჩემპიონი მომავალ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამოვა.

ცნობილია ორი სხვა კლუბიც, რომლებიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას უეფას ევროლიგაში. მიუხედავად იმისა, რომ რომელი გუნდი გავა მეორე ადგილზე და რომელი — მესამეზე, ჯერ კიდევ საკითხავია,  „სამტრედია“ და „დილა“ უკვე გარანტირებულად არიან ევროპული ტურნეს მონაწილეები.

უეფას შტაბ ბინა - Sputnik საქართველო
საქართველომ უეფა-ში კოსოვოს წევრობის აღიარებაზე უარი განაცხადა

ვაკანტური მხოლოდ მეოთხე ადგილია, რომლისთვისაც საჩხერის „ჩიხურა“ და ბოლნისის „სიონი“ შებრძოლებიან ერთმანეთს. აქ კიდევ ერთი დეტალი მოითხოვს დაზუსტებას: ამ ბოლო საგზურს ან საქართველოს თასის მფლობელი მიიღებს და ან ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გასული გუნდი.

ამ დროისათვის სწორედ „ჩიხურაა“ მეოთხე ადგილზე და „სიონს“ ოთხი ქულით უსწრებს. თუ საჩხერული გუნდი „შუქურასთან“ გასვლით თამაშში გაიმარჯვებს, პოზიციას გაიმყარებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დაცდა მაინც მოუწევს.

18 მაისს ქუთაისში ქვეყნის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც „დინამო“ თბილისი და „სიონი“ ერთმანეთს დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის დაუპირისპირდებიან. თუ ამ შეხვედრაში „სიონი“ მოახერხებს და თბილისურ გუნდს დაძლევს, „ჩიხურას“ ყველა ძალისხმევა ამაო გამოდგება.

ყოფნა–არყოფნა

„საპოვნელას“, „მერანსა“ და „ზუგდიდს“ მომავალ სეზონზე უმაღლეს ლიგაში ყოფნა–არყოფნის საკითხი უდგათ.

ზემოთ ჩამოთვლილთაგან ორი გუნდი მომავალ სეზონს პირველ რიგაში რომ დაიწყებს — ეს უეჭველია, თუმცა რომლები, ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა დაიწყეს - Sputnik საქართველო
ზუგდიდში უეფას სტანდარტების სტადიონი აშენდება

„საპოვნელა“, რომელიც სატურნირო ცხრილის ბოლოშია, საკუთარ მოედანზე „ცხინვალს“ უმასპინძლებს. იმის გათვალისწინებით, რომ კახა კაჭარავას გუნდმა ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაამთავრდა და თანაც სულ ერთი გოლი გაუშვა საკუთარ კარში, „საპოვნელას“ ძალიან გაუჭირდება კარგი ქულების მოპოვება.

რაც შეეხება „მერანს“, მას კიდევ უფრო რთულად აქვს საქმე. გუნდს „დილასთან“ შეხვედრა უწევს, რომელიც მეორე ადგილისთვის იბრძვის და რომელიც უბრძოლველად დანებებას ნამდვილად არ აპირებს.

ყველაზე კარგი პოზიცია „ზუგდიდს“ აქვს, რომელიც თითქმის თანაბარი კლასის გუნდს, „კოლხეთს“ მასპინძლობს.

XXIX ტურის მატჩები:

„ლოკომოტივი“ — „ტორპედო“

„გურია“ — „სამტრედია“

„შუქურა“ — „ჩიხურა“

„ზუგდიდი“ — „კოლხეთი“

„მერანი“ — „დილა“

„საბურთალო“ — „დინამო“ ბათუმი“

„საპოვნელა“ — „ცხინვალი“

„სიონი“ — „დინამო“ თბილისი

ყველა ახალი ამბავი
0