საქართველომ უეფა-ში კოსოვოს წევრობის აღიარებაზე უარი განაცხადა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიუეფას შტაბ ბინა
უეფას შტაბ ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირში (UEFA) კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის შესვლას 28 დელეგატმა მხარი დაუჭირა, 24 წინააღმდეგი იყო, მათ შორის საქართველოც.

თბილისი,4 მაისი- Sputnik. საქართველომ, ისევე როგორც უეფას 24-მა დელეგატმა, ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირში კოსოვოს წევრობას მხარი არ დუჭირა. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან სატელეფონო საუბარში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა. მისი სიტყვებით, მოცემული გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

უეფა-ს კონგრესზე, რომელიც ბუდაპეშტში ჩატარდა, ორგანიზაციის შემადგენლობაში კოსოვოს მიღების სასარგებლოდ 28 დელეგატმა მისცა ხმა, 24 კი წინააღმდეგი იყო. ამრიგად, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს 55-ე წევრი გახდა.

ბარსელონა - Sputnik საქართველო
უეფას სუპერთასის შეხვედრა თბილისში 2015 წლის საუკეთესო მატჩად აღიარეს

ადრე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) მიერ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ნაწილობრივ უკვე იქნა აღიარებული. ახლა შეიძლება განიხილონ საკითხი ორგანიზაციის წევრთა რიცხვში მისი ჩართვის შესახებ კონგრესზე, რომელიც მეხიკოში 12-13 მაისს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0