მოკეტეთ, მავნებლებო! — ხმაურიანი სესია და შეურაცხმყოფელი ფრაზები სხდომაზე

© საქართველოს პარლამენტიპარლამენტის ბიუროს სხდომა
პარლამენტის ბიუროს სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღევანდელი საპარლამენტო სესიის დანიშვნაზე დეპუტატებმა გუშინ, გვიან საღამოს იმსჯელეს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გუშინ, გვიან საღამოს შეიკრიბნენ სესიაზე, რომელიც ხმაურიანი და შეურაცხმყოფელი ტექსტებით გაჯერებული გამოდგა.

სესიის შემდეგ ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„თქვენ გინდათ ისეთი რეჟიმის დამყარება ქვეყანაში, სადაც ბიძინა ივანიშვილი იქნება ქვეყნის მეთაურიც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც“, — მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უმრავლესობის წევრებს.

ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს ვერ გაეგოთ, რატომ შეიკრიბა სესია გვიან საღამოს და გაცხარებით მოითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, რასაც ხმამაღალი რეპლიკები მოჰყვა.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გორში ოპოზიციონერის ავტომობილი დაწვეს

უმრავლესობის დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს „მავნებლები“ უწოდა და არც მაგიდაზე მუშტის ბრაგუნი დაიშურა.

„თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში ეწეოდით მავნებლობას და გინდათ ეს გააგრძელოთ. არ გაგაგრძელებინებთ! კენჭისყრას ჩავატარებთ და მივიღებთ კანონებს… თქვენ უფსკრულში მიგყავდათ ქვეყანა და თქვენ წახვალთ უფსკრულში“, — ყვირილით მიმართა მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

თანაც იმისთვის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაეჩუმებინა, ჟორჟოლიანმა რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვა „მოკეტე“, მათ შორის, ქალბატონი „ნაციონალების“ მიმართ.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მცდელობა, წესრიგი დაემყარებინა და კორექტული მსჯელობის ფარგლებში გადაეყვანა სხდომა, უშედეგო გამოდგა.

ყველა ახალი ამბავი
0