გორში ოპოზიციონერის ავტომობილი დაწვეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტს „ნაცმოძრაობაში“ პოლიტიკოსზე ზეწოლის მცდელობად აფასებენ.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. გორში უცნობმა პირებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტის ალექსანდრე გოგლიძის ავტომობილი დაწვეს.

„ეს დღეს, ღამით მოხდა, დაახლოებით სამი საათი იყო“, — განაცხადა პარტიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

მომხდარი ფაქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

ამ ინციდენტს პარტიაში „ნაცმოძრაობაზე“ პოლიტიკური ზეწოლის მცდელობად აფასებენ, რადგან გოგლიძეს საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატად განიხილავენ.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


ყველა ახალი ამბავი
0