საზაფხულოდ საქართველოში ავიარეისების რაოდენობა გაიზრდება

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიAirzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი
Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით უცხოური ავიაკომპანიები საქართველოში ფრენების გეოგრაფიასა და სიხშირეს აფართოებენ.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ავიაკომპანიები Bravo Airways და Fly Dubai, ზაფხულის ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, საქართველოში ფრენების გეოგრაფიასა და სიხშირეს აფართოებენ, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ტურისტები სვანეთში - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ იზრდება

უკრაინული Bravo Airways 19 ივნისიდან შეუდგება ჩარტერული რეისების შესრულებას კიევი–ბათუმი–კიევის მიმართულებით კვირაში ერთხელ. ფრენები გაგრძელდება 18 სექტემბრამდე და მთლიანად ორიენტირებული იქნება ტურისტული ნაკადების საქართველოში ჩამოყვანაზე.

ავიაკომპანია Fly Dubai 2016 წლის 8 ივლისიდან გაზრდის ფრენის სიხშირეს დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით და კვირაში 14–ჯერ იფრენს ნაცვლად შვიდისა. 30 სექტემბრიდან კი ფრენები აღნიშნული მიმართულებით დაიკლებს და კვირაში 10–ჯერ შესრულდება.

ამას გარდა, ქართული ავიაკომპანია Airzena — Georgian Airways 22  მაისიდან იწყებს რეგულარულ რეისებს ერაყის მიმართულებით. რეისი თბილისი–ერბილი–თბილისი კვირაში ორჯერ შესრულდება.

შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გასცა.

ყველა ახალი ამბავი
0