ნაწყენი მეჭიაური გზაში გადაწყვეტს, დაესწრება თუ არა მმართველი პარტიის ყრილობას

© თ. ჩოჩუადეპუტატი თამაზ მეჭიაური
დეპუტატი თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება ყრილობაზე დასწრებასთან დაკავშირებით, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ეს მისი საიდუმლოა და არ გაამჟღავნებს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში მივდივარ და დავესწრები თუ არა ყრილობას, გზაში გადავწყვეტ, განუცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა თამაზ მეჭიაურმა.

„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას მართავს, რომელზეც პარტიამ ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიოს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება ყრილობაზე დასწრებასთან დაკავშირებით, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ეს მისი საიდუმლოა და არ გაამჟღავნებს.

თუმცა იქვე განმარტა, რომ ნაწყენია ყრილობაზე მოსაწვევის დაგვიანებით მიღებით.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მეჭიაური ნატოზე უარის თქმას არ გამორიცხავს

„რომ გითხრათ, ძალიან გამიხარდა, რომ გუშინ მივიღე მხოლოდ მოსაწვევი და თანაც ისეთი, გაურკვეველი სტატუსითო, დაიჯერებთ ახლა თქვენ?“ — აღნიშნა მეჭიაურმა კომენტარში.

დეპუტატი მეჭიაური ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოირჩა მკვეთრი და საკუთარი პარტიის პოზიციებისგან განსხვავებული განცხადებებით, რის გამოც მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა.

სულ ბოლოს დეპუტატმა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი დაიწუნა და ქვეყანას რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისკენ მოუწოდა.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ თუ მას პარტიის ახალ ლიდერად აირჩევენ, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებით რაიმე ეჭვი აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0