„ევროვიზია-2016“-ის ფავორიტები და კონკურსის ფინალის მონაწილეთა შანსები

© photo : Anna Velikova (EBU) ევროვიზია 2016
ევროვიზია 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროვიზია-2016“-ის ფინალისტთა საბოლოო შემადგენლობა დადგენილია. ორგანიზატორებმა 14 მაისს მთავარ შოუში შემსრულებელთა გამოსვლის რიგითობა გამოაქვეყნეს. ბუკმეკერებმა ევროპული კონკურსის გამარჯვებულთა საკუთარი სია უკვე შეადგინეს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. შვედეთის დედაქალაქში „ევროვიზია-2016“-ის ფინალისტთა საბოლოო შემადგენლობა დადგენილია. გამარჯვებულის ვინაობა ფინალის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც სტოკჰოლმში შაბათს ჩატარდება, თუმცა ბუკმეკერებმა თავისი ტოპი უკვე შეადგინეს, რომელიც სავარაუდოდ არ შეიცვლება.

პირველი ნახევარფინალი 10 მაისს ჩატარდა, და მისი შედეგების მიხედვით ფინალში გაიჟღერენ მუსიკალური ნომრები რუსეთიდან, მალტიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, კვიპროსიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, ხორვატიიდან და უნგრეთიდან.

ევროვიზია - Sputnik საქართველო
რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი "ევროვიზიის" ფინალში გავიდნენ

მეორე ნახევარფინალში მაყურებელთა და ნაციონალური ჟიურის კენჭისყრის შედეგად გამოსვლებს გააგრძელებენ ლატვია, საქართველო, ავსტრალია, უკრაინა, სერბეთი, პოლონეთი, ისრაელი, ლიტვა და ბელგია.

საერთო ჯამში ფინალში 26 ქვეყანა გამოვა, რომელთა შორის არა მარტო  ნახევარფინალების 20 გამარჯვებულია, არამედ შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული შვედეთი, ასევე ევროპის სამაუწყებლო კავშირის EBU უმსხვილესი სპონსორები-საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.

„ევროვიზია-2016“-ის ორაგნიზატორებმა ფინალურ შოუში შემსრულებელთა გამოსვლის რიგითობა გამოაქვეყნეს.

ევროვიზიის რეპეტიცია - Sputnik საქართველო
ნიკა კოჩაროვი და & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის ფინალში გავიდნენ

კონკურსის ფინალს ბელგიის წარმომადგენელი ლაურა ტესორო გახსნის.  მონაწილე რუსეთიდან სერგეი ლაზარევი სიმღერით You Are The Only One მე-18-ე ნომრად გამოვა. უკრაინელი მომღერალი ჯამალა სცენაზე 21-ე გამოვა. ლიტველი შემსრულებელი დონი მონტელი მეთექვსმეტე გამოვა, ლატვიის წარმომადგენელი-მე-20-ე. 22-ე ადგილზე ბუკმეკერების ერთერთი ფავორიტი მონაწილე მალტიდან, 23-ზე-საქართველო.

საბუკმეკერო კანტორებში ფსონების უმრავლესობა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებზე კეთდება.

სერგეი ლაზარევი რუსეთიდან

„ევროვიზიის“ უპირობო ფავორიტი წელს თავიდანვე რუსეთის წარმომადგენელი სერგრი ლაზარევი გახდა. კომპოზიციის You Are The Only One შესრულებით და ნომრის შთამბეჭდავი სცენიური დადგმით მან ევროპელი  მაყურებლების გული მოიგო. ლაზარევმა არაერთხელ თქვა, რომ გიჟდება ამ სიმღერაზე და მას კონკრეტულ გოგონას უძღვნის, მაგრამ მის ვინაობას არ ამხელს. მომღერალმა აღიარა, რომ კონკურსის დროს მისთვის მთავარ მორალურ მხარდაჭერას დედა და რუსეთის მრავალმილიონიანი აუდიტორია წარმოადგენს.

ჟურნალისტების სიტყვებით, რუსი შემსრულებელი შვედური პუბლიკის ერთერთი უსაყვარლესი გამომსვლელია. ადგილობრივი მცხოვრებლები მომღერლის ავტოგრაფის გულისათვის ლამის რიგში დგანან, უცხოელი თაყვანისმცემლები კი სიმღერის ტექსტს სწავლობენ, რათა კონკურსის ფინალში ლაზარევთან ერთად იმღერონ.

ჯამალა უკრაინიდან

ყირიმ-თათრული წარმომავლობის უკრაინელი სუსანა ჯამალადინოვა, რომელიც ჯამალას ფსევდონიმით გამოდის, თავიდანვე „ევროვიზიის“ პირველ ადგილებზე პრეტენდენტი იყო. სიმღერა „1944“, შემსრულებლის სიტყვებით — კომპოზიცია  საბჭოთა წლებში მისი ხალხის ბედის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დამკვირვებელმა ჩათვალა, რომ სიმღერის ტექსტს პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს, კონკურსის ორგანიზატორებმა ის ვერ დაინახეს.

 უკრაინის ნაციონალური ტელეკომპანიის  "UA:Первый" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ალასანიამ უკვე განაცხადა, რომ თუ წელს კონკურსზე რუსეთის მონაწილე სერგეი ლაზარევი გაიმარჯვებს და შემდეგი კონკურსი რუსეთში ჩატარდება, უკრაინამ შესაძლოა 2017 წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობაზე უარი თქვას.

ამირი საფრანგეთიდან

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის  როგორც „დიდი ხუთეულის“ ქვეყნის წარმომადგენელი ნახევარფინალებში არ მონაწილეობდა, მისი სიმღერა „ევროვიზიის“ ბევრ თაყვანისმცემელს შეუყვარდა. ამირი სადა და გულში ჩამწვდომ სიმღერას J'ai cherché –„მე ვეძებ“ შეასრულებს.

დემი იმი ავსტრალიიდან

ავსტრალია უკვე მეორე წელია ამ კონკურსში მონაწილეობს, ამ ქვეყნის წარმომადგენლები თავის ევროპელ კოლეგებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ.

კორეული წარმოშობის ავსტრალიელმა დემი იმმა, იმღერა სიმღერა Sound of Silence –„სიჩუმის ხმა“, და მასზე როგორც გამარჯვების  ერთერთ პრეტენდენტზე ალაპარაკდნენ.

ჟანრს, რომელშიც დემი იმი მღერის, თვითონ შემსრულებელი განსაზღვრავს როგორც „პოპს და სახარებას“.

ფრანსი შვედეთიდან

მიუხედავად შვედეთის წარმომადგენლის ახალგაზრდა ასაკისა-ფრანსი მხოლოდ 17 წლისაა-მან თავისი პროფესიონალიზმი დაანახა და აზრობრიბად ღრმა კომპოზიცია If I Were Sorry  შეასრულა, რამაც მომღერალი კონკურსის მაღალ ადგილებზე პრეტენდენტი გახადა.

შვედი შემსრულებლის დამდგმელებმა ფსონი ლაკონურობაზე გააკეთეს. ნომერში განათების ეფექტების მინიმუმია და პრაქტიკულად არანაირი დეკორაცია არ არის. მომღერლის ფანების აზრით, ეს მის გამოსვლას უფრო გულახდილს გახდის.

ასევე ფავორიტებს შორის ბუკმეკერები ასახელებენ ივეტა მუკუჩიანს, რომელიც სომხეთს წარმოადგენს და ირა ლოსკოს მალტიდან.

რით დაგვამასხოვრდნენ „ევროვიზია-2016“-ის ფინალისტები

ჰოვი სტარი ისრაელიდან თავისი ძლიერი ხმით და ხარისხიანი პოპ-კომპოზიციით Made of Stars გამოიჩინა თავი.

ლატვიის წარმომადგენლის იუსტს სირმაისის კომპოზიცია Heartbeat მისი დებიუტი გახდა. სიმღერის ავტორია ამინატა სავადოგო-მომღერალი, რომელიც ლატვიას გასული წლის „ევროვიზიაზე“ წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასშტაბის კონკურსებში მონაწილეობა იუსტსისთვის ახალი გამოცდილებაა, მაღალ ადგილებზე მოხვედრის  შანსები აქვს. 

„ევროვიზია-2016“-ზე საქართველოს წარმომადგენლებმა-ნიკა კოჩაროვმა & Young Georgian Lolitaz —სიმღერით Midnight Gold შეძლეს მეორე ნახევარფინალის ერთერთი ლიდერები გამხდარიყვნენ. მუსიკოსების შოუში არის ვინტაჟის გადაღება, სარკეები, კალეიდოსკოპი, ასევე პიროტექნიკური სპეცეფექტები.

ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL) საქართველოში 2000 წელს დაარსდა. კოლექტივი ოთხი მონაწილისგან შედგება: ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოჰანესიანი. ქართველი მუსიკოსების ნომრის სცენიურ გაფორმებაზე ცნობილი შვედი სცენოგრაფი საშა ჟან-ბატისტი მუშაობდა.

ლიტველი მუსიკოსი დონი მონტელი (დონატას მონტვიდასი) სიმღერით I've Been Waiting For This Night კონკურსის ფინალში გავიდა. მომღერალი 2012 წელს ბაქოში „ევროვიზიაში“ უკვე იღებდა მონაწილეობას, მაშინ ის ფინალში მოხვდა და მე-14-ე ადგილი დაიკავა.

„ყველაფერს, რასაც სცენაზე ვაკეთებთ, ვაკეთებთ თაყვანისმცემლებისათვის, ჩვენთვის. ყველაფერი ამ მომენტის ირგვლივ ტრიალებს, რომელიც ახლა დიდი და მნიშვნელოვანი გვეჩვენება, დროის თვალსაზრისით კი-ეს რაღაც წამიერი და ძალიან მნიშვნელოვანია!“-შოუს შემდეგ თქვა დონი მონტელმა პრეს-კონფერენციაზე ფინალში გასული ქვეყნების მონაწილეობით.

კონკურსი მსოფლიოში უდიდეს გასართობ შოუდ ითვლება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 2016 წელს პირველად კონკურსის ფინალის ტრანსლირება აშშ-შიც განხორციელდება.

ევროპის სამაუწყებლო კავშირმა მუსიკალური შეჯიბრებების მოწყობა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. პირველი კონკურსი 1956 წლის 24 მაისს ჩატარდა. „ევროვოზოა-2016“-ში მონაწილეობას შემსრულებლები 42 ქვეყნიდან ღებულობენ.  ყვალაზე ხშირად მომღერლები ირლანდიიდან იმარჯვებდნენ-მათ ანგარიშზე შვიდი გამარჯვებაა. მეორე ადგილზე შვედეთია-ექვსი გამარჯვება.

 

ყველა ახალი ამბავი
0