ივანიშვილის პარტია ყრილობისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Mikhail Mokrushinქართული ოცნების მომხრეები
ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია გეგმავს გუნდის შემადგენლობის კარდინალურ განახლებას და არჩევნებზე პარტიული სიების ჩამოყალიბებას პროფესიული უნარჩვევების გათვალისწინებით.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქართველი მილიარდელის მიერ დაფუძნებული მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნების წინ ყრილობას 14 მაისს ჩაატარებს.

მმართველი პარტია პირველად დაფუძნების მერე არჩევნებზე როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა გადის. კოალიცია, რომელმაც 2012 წლის არჩევნებზე გაიმარჯვა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა შეცვალა, აღარ არსებობს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოს მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება

„ქართულმა ოცნებამ-დემოკრატიულმა საქართველომ“ 2012 წელს ძალიან განსხვავებული კამპანია შეკრიბა. იქ ბიძინა ივანიშვილის ყველა მომხრე და სააკაშვილის ხელისუფლების ყველა მოწინააღმდეგე შევიდა — დაწყებული იურისტებით დამთავრებული მსახიობებით და მოჭიდავეებით. საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ კოალიციის შემადგენლობაში პარტიული სიებით ბევრი ისეთი პიროვნება მოხვდა, რომელიც კანონმდებლობაში და პოლიტიკაში მაინცდამაინც კარგად არ ერკვეოდა.

თვით პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ კოალიციიდან პრემიერ-მინისტრობის დროს გუნდში იურისტებისა და ეკონომისტების არყოფნას უჩიოდა.

ახლა, როდესაც პარტია არჩევნებზე ცალკე გადის, გუნდის მნიშვნელოვანი განახლება იგეგმება.

„ყრილობაზე ახალ პიროვნებებს წარვადგენთ. პარტიის პოლიტიკური საბჭოც სერიოზულად განახლდება. იქ  თავისი საქმის პროფესიონალები შევლენ, მყარი პოლიტიკური პოზიციით, რომლებიც  საზოგადოებისათვის აქამდე ცნობილები არ იყვნენ“, — ყრილობის წინ განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ამავე დროს „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე თავისი ცალკეული წევრების პოზიციის ახსნა აღარ უნდა, რისი გაკეთებაც მას ხშირად უხდებოდა კოალიციის არსებობის პირობებში.

„თუ მე „ქართული ოცნების“ ახალ ლიდერად ამირჩიეს, გუნდში ისეთი ადამიანები არ გვეყოლება, რომლებსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის მიმართ რაღაც ეჭვები ექნებათ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ სიაში პირველ ნომრად სწორედ გიორგი კვირიკაშვილი ოქნება. საბოლოოდ სიები 8 ივნისის მერე ჩამოყალიბდება, როდესაც საქართველოში სტარტს წინასაარჩევნო კამპანია აიღებს.

ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე სიების ჩამოყალიბებაში მიიღებს.

პარტიის ყრილობაზე ივანიშვილის მოსვლას ელიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0