პრემიერი: საქართველოს მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება

© FB/Георгий Квирикашвили გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა პრემიერს რესპუბლიკელი მინისტრების მოხსნისკენ მოუწოდა, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იგეგმება.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უახლოეს მომავალში არ შეიცვლება, თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა პრემიერს რესპუბლიკელი მინისტრების მოხსნა მოსთხოვა. მეჭიაურის აზრით, პირველ რიგში კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი უნდა მოხსნას, რომელიც „სამხედრო თამაშებს თამაშობს“.

„უახლოეს მომავალში ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდი გვეწყება და რა თქმა უნდა ცვლილებები გამორიცხული არ არის…უაზრო ალიაქოთი ამ საკითზე უადგილოა“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ამ დროისათვის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს სამი მინისტრის პორტფელი ეკუთვნის. ესენი არიან თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკელები“ მმართველი კოალიციიდან გასვლის წინააღმდეგი არიან

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილიც რესპუბლიკელია.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ამა წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელიც ამჟამად ხუთ პარტიას აერთიანებს, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ერთიანობის შენარჩუნების დაპირებას იძლეოდა.

ყველა ახალი ამბავი
0