მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები უფასო გამოკვლევების ჩატარებას შეძლებენ

გამოწერა
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებს დაეხმარებიან.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 13 მაისიდან სამი თვის განმავლობაში ყიფშიძის სახელობის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში უფასო გამოკვლევების ჩატარებას შეძლებენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მემორანდუმი გააფორმა კლინიკასთან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მსგავს მომსახურებას შესთავაზებს, განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.

ომის ვეტერანი - Sputnik საქართველო
ცოცხალი ლეგენდები - საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 1296 ვეტერანია

გარდა ამისა, დაგეგმილია ქვეყნის რეგიონებში გასვლა, რომლის დროსაც ექიმები გამოიკვლევენ ვეტერანებს და მათ მკურნალობას დაუნიშნავენ.

საქართველოში ამჟამად 1296 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ცხოვრობს. მათგან 391 პირველი ჯგუფის ინვალიდია, 273 — მეორე და 90 — მესამე ჯგუფის.

ყველა ვეტერანისთვის სამედიცინო დაზღვევის სპეციალური პაკეტი მოქმედებს. ვეტერანებს ასევე რეაბილიტაციის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ, რომელიც ითვალისწინებს ბალნეოლოგიურ კურორტებზე მკურნალობას, მასაჟსა და სხვა გამაჯანსაღებელ პროცედურას.

ყველა ახალი ამბავი
0